ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: მოსკოვში ჩემს ვიზიტებს ხალხი იმედით შეჰყურებს

საკმაოდ ბევრი ადამიანი იმედით ადევნებს თვალს რუსეთში ჩემს ვიზიტებს. ყველა მეტ-ნაკლებად ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც მე ვარ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და შეუძლიათ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, საქართველოში არ არიან. ამიტომაც, სულ უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხვდებიან, რომ ჩემი ჩემი პოზიცია ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკასთან დაკავშირებით, პრაგმატული და სწორია. ეს ეხება, მათ შორის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც. თუმცა, რუსეთი ძალიან ბევრსაც არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ამ ქვეყანასთან მიმართებით უფრო მეტი დადებითი განწყობა გაჩნდეს.

რუსულ RIA-სთან ამბობს ნინო ბურჯანაძე.

კომენტარები