ჩინეთში ცენზურა გააქტიურდა, რისი მიზეზიც კომუნისტური პარტიის ყრილობის ინიციატივაა გაუქმდეს პრეზიდენტად არჩევის ლიმიტი. ლიმიტის გაუქმება პრეზიდენტ სი ძინპინს ხელისუფლებაში პრაქტიკულად უვადოდ დარჩენის საშუალებას მისცემს.
ცენზურის ახალი ტალღა ქვეყნის კონტროლირებად სამესიჯო აპლიკაციებს შეეხო, მომხმარებლები ვეღარ აგზავნიან სიტყვებს - იმპერატორი, პიროვნების კულტი და ასე შემდეგ. აიკრძალა ლათინური ასო N-ის გამოყენებაც.
აკრძალული სიტყვების სია:
ვეწინააღმდეგები

ფოტო: Getty Images
სამარცხვინო

პიროვნების კულტი

1984

ცხოველების ფერმა

მონობა

იმპერატორის ოცნება

ფოტო: Reuters
ვემიგრირდეთ

ფოტო: Slate
ლიანდაგები შეიცვალა

გვირგვინამდე აღზევება

სი ძედუნი

დიდება იმპერატორს

ასევე აიკრძალა:
- ისტორიის ბორბალი
- ნებაყოფლობით ვხდები ვეგეტარიანელი
- ხელები დავიკაპიწოთ
- N - N გამოხატავს სიტყვა Number-ის დასაწყისს, რაც საპრეზიდენტო ვადებზე მიანიშნებს.
სი ძინპინი 2012 წლის ნოემბრიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური მდივანი და 2013 წლის მარტიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეა.





