რუსეთი

პუტინი: ადამიანების კეთილდღეობის აუცილებელი დონისათვის არ მიგვიღწევია

Reuters

რუსეთის პარლამენტში საუბრისას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა საჭირო და ამასთანავე უნდა გაიზარდოს თავისუფლება ყველა სფეროში, რათა ქვეყანა ღია იყოს მსოფლიოსა და ახალი იდეებისათვის.

"ჩვენ არ მიგვიღწევია ადამიანების კეთილდღეობის აუცილებელი დონისათვის" თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით რუსეთმა 6 წელიწადში სიღარიბის დონე უნდა გაანახევროს და სამუშაო ადგილები შექმნას. მისი თქმით ქვეყანაში 20 მილიონი რუსი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და რუსეთი მომდევნო 6 წლის მანძილზე 3.4 ტრილიონ რუბლს (60.07 მილიარდი აშშ დოლარი) ოჯახების დახმარების და დემოგრაფიული ზრდის ხელშეწყობისათვის გამოყოფს.

მან რუს კანონმდებლებს განუცხადა, რომ რუსეთი ეკონომიკურად 5 წამყვან ქვეყანას შორის უნდა იყოს და მომდევნო ათწლეულში მშპ 1.5-ჯერ გაზარდოს.

კომენტარები