საქართველოს პრეზიდენტმა 116 პატიმარი შეიწყალა, ინფორმაციას შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ავრცელებს.
მისი ცნობით, საპატიმროებიდან გათავისუფლდა 73 მსჯავრდებული, აქედან 4 ქალი. შეწყალების აქტის მიხედვით, ვადიანი და უვადო პატიმრობის ვადა შეუმცირდა 43 მსჯავრდებულს, აქედან 2 ქალს.
2018 წლის თებერვალში შეწყალების კომისიამ 858 პირის საქმე განიხილა.
პრეზიდენტის შეწყალება
პრეზიდენტმა 116 პატიმარი შეიწყალა, აქედან 73 პატიმრობიდან გაათავისუფლეს

http://pirveliradio.ge




