დიდი იმედი მაქვს, ქალბატონ სალომეს კიდევ შერჩა ის რაღაც, რასაც ქართული ჰქვია, ქართული სინდის-ნამუსი ჰქვია და მისი მხრიდან ეს არ გაკეთდება. თავის ქმედებებში როგორც აქამდე იყო თავისუფალი და არღვევდა კონსტიტუციას, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც არის თავისუფალი, მაგრამ ჩვენი ვალია, მას ვუთხრათ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ამორალური ნაბიჯი, თუნდაც იმ ოჯახებისადმი, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ იწვნიეს.
პრეზიდენტის შეწყალება
წულუკიანი: იმედია, ქალბატონ სალომეს შერჩა ქართული სინდის-ნამუსი და სააკაშვილს არ შეიწყალებს
tbl.ge/6lvv
დაკოპირდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტის განცხადებებზე. მიხეილ სააკაშვილმა 20 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ჩართვისას თქვა, რომ "ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით ჩემს შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს".