უკანონო მშენებლობები

კალაძე: ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები და მშენებლობები დამთავრდა თბილისში

კომპანია „სვეტს“ რაც შეეხება, აქვს სერიოზული დარღვევები. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უკანონოდ ახორციელებდნენ მშენებლობას. ჩვენ არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში უკანონო მშენებლობები განახორციელონ. ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა და ვერ მოხდება, არ მოხდება. შესაბამისად, კეთილი ინებონ, მწყობრში მოიყვანონ ყველაფერი. ასევე თქვენ იცით, რომ სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც სერიოზული ცვლილებები შევიტანეთ 41-ე დადგენილებაში. ეს ყველაფერი კეთდება თითოეული ჩვენთაგანის, იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც ახალ საცხოვრებელს შეიძენს. იქ მაქსიმალურად უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოება გათვალისწინებული. ყველაფერი ეს სამშენებლო კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს. მშენებლობის წინააღმდეგი როგორ ვიქნებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ, თუმცა, უკანონო მშენებლობების შესაძლებლობას არავის მივცემთ.

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისში უკანონო მშენებლობების შესახებ. კალაძის ამ კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები