ფემიციდი

მამა ილია: კიდევ ერთი მოკლული გოგონა... ერის დიდ ნაწილს ჩამპალი მენტალიტეტი აქვს

კიდევ ერთი მოკლული გოგონა ჩვენს უბედურ ქვეყანაში მზარავს და მოსვენებას მართმევს... ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი კაცის მიერ ქალზე ძალადობას ეთმობა. მეხუთე საუკუნდან დღემდე, როგორც სჩანს ბევრი არაფერი შეცვლილა, ვერც წმ. შუშანიკის კანონიზაციამ გვიშველა, ვერც იმის ძახილმა, რომ ქალს მიერ (წმ. ნინო) მოქცეულნი ვართ და ყოვლადწმინდა ქალის (მარიამ ღვთისმშობლის) წილხედრნი, ვერც იმით თავმოწონებამ, რომ ორი ქალი მეფე (წმ. თამარი და რუსუდანი) გვყვავდა შუა საუკუნეებში... რა ვქნათ? რით გავუმკლავდეთ ქალების და გოგონების მოხშირებულ ჩაგვრას XXI საუკუნეში: დამცირებას, ცემას, სხეულის დაზიანებას, მკვლელობებს?! ქვეყანაში, სადაც ძალან ხშირად ქალებივე იკეთებენ აბორტს იმის გამო, რომ მუცადმყოფი შვილი მდედრობითი სქესისაა, მათ კი ვაჟი უნდათ, უკვე მიანიშნებს თუ როგორ დაავადებული, ჩამპალ-გახრწნილი მენტალიტეტი აქვს ამ ერის დიდ ნაწილს ქალიან-კაციანად. ამის მერე რა ვთქვათ, ან როგორ შევაჩეროთ ქალთა ჩაგვრა? ეს ხომ უკვე ერის ქვეცნობიერშია ჩამჯდარი და ფესვგადგმული?! ამაში ხომ თავად ქალთა ბრალეულობაცაა გამოკვეთილი?! ძვირფასო ქალებო, ეს თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი თავი მოძალადე კაცებისგან. სამწუხაროდ, კაცები (გარკვეული ნაწილი) ვერ და არ დაგიცავენ

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები