ფემიციდი

დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს. 

უწყების გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 27 იანვარს, მეუღლე - 1983 წელს დაბადებული ე.ა. ცივი იარაღით დაჭრა. 

"ბრალდებული თავად შეეცადა, დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ა. გარდაიცვალა.

ი.გ. პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო." - წერია უწყების განცხადებაში. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები