მონტენეგრო

მონტენეგროში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმისას მამაკაცმა თავი ხელყუმბარით აიფეთქა

AP

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში აშშ-ის საელჩოს წინ მამაკაცმა სავარაუდოდ საელჩოს შენობას ხელყუმბარა ესროლა, რომელიც ჰაერში აფეთქდა. მამაკაცი საელჩოს კედლიდან 30 მეტრში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი ვინაობა და ქმედების მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მონტენეგროს მთავრობამ Twitter-ზე შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"00:30-ზე, პოდგორიცაში აშშ-ის საელჩოს შენობის წინ უცნობმა პირმა თავი ასაფეთქებელი მოწყობილობით მოიკლა. მანამდე მან ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაჯვარედინიდან აშშ-ის საელჩოს მიმართულებით ისროლა."

კომენტარები