ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საბჭოთა კავშირი

ქართლის დედის საბჭოთა დები

კვირა, 18 თებერვალი, 2018 - 18:36
tbl.ge/2sfc
დაკოპირდა

თუ ქართლის დედის მონუმენტი განსაკუთრებული გგონიათ ცდებით, მისი დები არამხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების დედაქალაქებს, არამედ ვარშავის პაქტის ხელმომწერი თითქმის ყველა ქვეყნის დედაქალაქს ამშვენებენ. ისინი წარმოადგენენ საბჭოთა ზენაციონალიზმის გამომხატველ მონუმენტებს, რომელთა უმეტესობაშიც, ერთიანი კომუნისტური ქვეყნის გამაერთიანებელი ტრაგედია - მეორე მსოფლიო ომია ასახული.

ვოლგოგრადში, კიევში, ტირანასა და ერევანში არსებულ მონუმენტებს აერთიანებს საერთო სტილი, ნაცრისფერი ან რუხი მოპირკეთება და სახის მსგავსი გამომეტყველება. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ხელში რაიმე სახის იარაღი უჭირავს და გმირი დედის სიმბოლოს გამოხატავენ.

ქართლის დედის დები არიან, სამშობლოს დედა უკრაინა (Батьківщина-Мати), დედა სამშობლო გიხმობს რუსეთი (Родина-мать зовёт), სომხეთის დედა (Մայր Հայաստան) და ალბანეთის დედა (Nëna Shqipëri). ეს მონუმენტები 1958-1981 წლებშია აღმართული, მათი ნაწილი პირდაპირ შეიცავს კომუნისტურ სიმბოლიკას, ნაწილში კი ის შეფარვით არის გადმოცემული.

სამშობლოს დედა, კიევი

კიევში მდგარი ძეგლის სიმაღლე 102 მეტრს შეადგენს, ის 1981 წელს გაიხსნა. სკულტპურა ფოლადისგან არის შექმნილი და მეორე მსოფლიო ომის მემორიალის ნაწილს წარმოადგენს.

დედა სამშობლო გიხმობს, ვოლგოგრადი


ფოტო: RIA

1967 წელს გახსნილი მონუმენტი "დედა სამშობლო გიხმობს" გახსნის დროს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მონუმენტი იყო. მისი სიმაღლე კვარცხლბეგის გარეშე 85 მეტრს შეადგენს. მისი წონა 8000 ტონაა. სკულპტურა მეორე მსოფლიო ომის მემორიალის ცენტრალური ნაწილია.

სომხეთის დედა

ეს მონუმენტები კომუნისტური ხელოვნების - სოციალისტური რეალიზმის ნიმუშებს წარმოადგენენ. სოც. რეალიზმი ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში არის მეთოდი, სადაც ხელოვანის ერთადერთი მოვალეობა არის სოციალისტური საზოგადოების მშენებლობისთვის მსახურებაა. შესაბამისად, ხელოვანს, იქნებოდა ის მწერალი, რეჟისორი თუ მოქანდაჯე ცხოვრება სოციალიზმის იდეალების ფონზე უნდა გამოესახა. ხელოვანის მოვალეობას მკითხველის პარტიული სულისკვეთებით აღზრდას და მაში კომუნიზმის გამარჯვებისთვის შემართების გაღვივებას წარმოადგენდა. ხელოვნების შესახებ ამ იდეოლოგიის მიხედვით, პიროვნების სუბიექტური ქმედებები და მისწრაფებები აუცილებლად თავსებადი უნდა ყოფილიყო ისტორიის ობიექტურ მსვლელობასთან, რომელიც კომუნისტური მოძღვრების - ისტორიული მატერიალიზმის მიხედვით, გარდაუვლად მოასწავებდა მსოფლიოში კომუნისტური წყობის გამარჯვებას.

ამ ბრძოლაში ადამიანის ეროტიულ სურვილებსა და მისწრაფებებს ადგილი საერთოდ არ ჰქონდა, შესაბამისად სკულპტურებსა და მოზაიკებში იდეალიზებული იყო ქალის ანდროგენიზირებული, დაკუნთული სხეული. ასეთი იყო არამარტო ზრდასრული ადამიანების, არამედ პიონერების ძეგლებშიც. მსგავი სტილი შეიმჩნევა აღნიშნულ მონუმენტებშიც, სადაც აშკარაა, რომ მოქანდაკეთა მიზანს წარმოადგენდა შეექმნათ ქალის სხეული, რომელიც სექსუალურობისგან დაცლილი იქნებოდა. აღნიშნული მონუმენტებიდან ყველაზე ქალური ქართლის დედაა, უკრაინის და სომხეთისა და ალბანეთის დედების გამომეტყველება კი ბევრად ცივი და აგრესიულია. 

ალბანეთის დედა

რაც შეეხება ქართლის დედას, ის 1958 წელს, ქალაქის 1500 წლის სიმბოლურ იუბილეზე აღიმართა. ის ელგუჯა ამაშუკელს ეკუთვნის. 

ქართლის დედა ალუმინისგანაა დამზადებული, ის 20 მეტრის სიმაღლისაა. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დღეს არსებული ძეგლი ორიგინალი არაა. ძეგლი 1990-იან წლებში შეიცვალა, რადგანაც 1958 წელს დადგმული პირვანდელი ძეგლის კონსტრუქცია სავალალო მდგომარეობაში იყო. 

განახლებული ძეგლი ორიგინალისგან გარკვეული დეტალებით განსხვავდება, მისი ავტორიც ელგუჯა ამაშუკელია. 

საბჭოთა კავშირიქართლის დედა

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 23 მაისი, 2025 - 15:27პუტინის მრჩეველი: სსრკ-ს დაშლის პროცედურა დაირღვა, სამართლებრივად ის კვლავაც არსებობს
  • ორშაბათი, 13 დეკემბერი, 2021 - 00:24პუტინი: საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედიაა, ეს ისტორიული რუსეთის დაშლაა
  • კვირა, 16 აგვისტო, 2020 - 22:15"სოციალური თანასწორობა" - როგორ ისვენებდნენ და ერთობოდნენ მოწინავე ბოლშევიკები
  • სამშაბათი, 25 თებერვალი, 2020 - 13:12სსრკ-ის ბოლო თავდაცვის მინისტრი დიმიტრი იაზოვი 25 თებერვალს მოკვდა
  • ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2019 - 03:55საბჭოთა ანტირელიგიური პლაკატები — როგორ ებრძოდა რელიგიას სსრკ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 20:28

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა (რ)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 20:19

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა (რ)

Reuters: აშშ-მ და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 20:11

Reuters: აშშ-მ და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

ავტომობილის მომზადება ტექდათვალიერებისთვის K-Motors-ის დახმარებით (რ)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 20:06

ავტომობილის მომზადება ტექდათვალიერებისთვის K-Motors-ის დახმარებით (რ)

1 მიმალვისას აივნიდან გადავარდა და დაიღუპა, დაიჭრა 3 - ქურდიანზე მომხდარზე 2 პირი დააკავეს
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 19:58

1 მიმალვისას აივნიდან გადავარდა და დაიღუპა, დაიჭრა 3 - ქურდიანზე მომხდარზე 2 პირი დააკავეს

ყველაზე კითხვადი

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
1ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
2ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
3DW: აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის ქართველები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა
4მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი
5შვედურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ Су-24-სა და Су-34-ს ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრეს

ბოლო ვიდეო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 17:57რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში