კრიმინალი

გურიაში ერთერთ მარკეტში სავარაუდოდ ხელყუმბარა ააფეთქეს

flickr

გურიაში, ერთერთ მარკეტში სავარაუდოდ ხელყუმბარა ააფეთქეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ჩამსხვრეულია შუშები, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

უწყების ინფორმაციით,ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს.

ამ დრომდე, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები