სასაზღვრო პოლიცია

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს წარუდგინა.

თემურ კეკელიძე 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. ის იყო ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 2016-2017 წლებში. 2012-2016 წლებში თემურ კეკელიძე იყო ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე. 2007-2012 წლებში იგი იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2006 წლის აპრილიდან 2007 წლის ოქტომბრამდე იგი ამავე დეპარტემენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანამდებობა რამდენიმე თვეა ვაკანტურია და მოვალეობას უფროსის მოადგილე ლევან ჭაბუკიანი ასრულებდა. 

 

კომენტარები