სასაზღვრო პოლიცია

"ცდილობდნენ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" – სასაზღვრო პოლიციამ ირანის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის 2 მოქალაქე დააკავეს. 

ბრალდებულები თურქეთში გადასვლას ცდილობდნენ. 

"ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კარწახის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ბ.რ. და 1978 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს". - წერია განცადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები