სასაზღვრო პოლიცია

შსს: სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის - 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო.

სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები