გაზსაცავი

EIB-მა შესაძლოა, საქართველოში გაზსაცავის მშენებლობა $100 მილიონით დააფინანსოს

flickr.com

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) შესაძლოა, საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დააფინანსოს. ბანკის ვებგვერდზე გაზსაცავის პროექტის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნდა

EIB-ს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის დაფინანსებისთვის საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებულა საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ მიმართა. პროექტის მთლიანი ღირებულება $300 მილიონი დოლარია.

პროექტის დასაფინანსებლად სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება EIB-ის დირექტორთა საბჭომ უნდა მიიღოს.

პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა გაზსაცავი სამგორში ერთ-ერთი ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი. ბუნებრივ აირს მიწის ქვეშ ნავთობის საბადოს ბუნებრივ სიღრუეში შეინახავენ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ამ ტერიტორიაზე საცავის მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო.

გაზსაცავის მოცულობა დაახლოებით 210-280 მილიონი კუბური მეტრი იქნება, მასში საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ს შეინახავენ.

გაზსაცავის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდისთვის შენდება. პროექტი საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას მისცემს. ზაფხულის თვეებში, მაშინ როდესაც ენერგომოხმარება დაბალია აზერბაიჯანიდან მიღებული ბუნებრივი აირი საცავში შეიახება, ზამთარში კი მისი გამოყენება მოხდება.

გაზსაცავის პროექტი საპარტნიორო ფონდმა ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა.

კომენტარები