ნარკოპოლიტიკა

პრეზიდენტი: ნარკორეალიზატორების მიმართ პოლიტიკის შემსუბუქება არ იქნება სწორი

გუშინ ბატონ ზვიადს [ქორიძე] ჰქონდა შესაძლებლობა დეტალურად ესაუბრა, რომ ნარკორეალიზატორები, მათ შორის გადმომტანებიც კი, არ არიან ამ სიაში მოაზრებულნი. მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ პოლიტიკის შემსუბუქება არ იქნება სწორი.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება. მათ შორისაა ნარკოტიკული დანაშაულიც. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განმარტებით, ეს არ ეხება გასაღებას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვასა და მათ შემოტანა-ტრანზიტს.

კომენტარები