NATO

იენს სტოლტენბერგი ანჯელინა ჯოლის შეხვდა

Twitter: Jens Stoltenberg

ანჯელინა ჯოლი იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის ამსახველი ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათ ერთად უნდა იბრძოლონ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. 

"პატივია მივიღო გაეროს სპეციალური ელჩი, ანჯელინა ჯოლი ნატოში. ერთად ჩვენ უნდა გავანათოთ სექსუალური ძალადობის, დანაშაულებს შორის ყველაზე ბნელი დანაშაულის წინააღმდეგ. ვალდებულები ვართ, ავამაღლოთ ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ყველაზე დაუცველი", - წერს სტოლტენბერგი. 

ანჯელინა ჯოლი მონაწილეობა მიიღებს შეხვედრაში, სადაც ქალების უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ სიტყვით გამოვა, შემდეგ კი ნატოს შტაბბინაში მისი და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

კომენტარები