NATO

NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნას 13 ოქტომბერს დაიწყებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნას, სახელწოდებით "მტკიცე შუადღეს," 13 ოქტომბერს დაიწყებს. 

NATO-ს მაღალჩინოსნების ცნობით, წვრთნები საცეცხლე ხასიათის არ იქნება.

რუტემ აღნიშნა, რომ წვრთნები ხელს უწყობს NATO-ს ბირთვული გამძლეობის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფას.

მისი თქმით, ეს მკაფიო გზავნილია ნებისმიერი პოტენციური მტრისთვის, რომ ალიანსს საკუთარი წევრების დაცვა ნებისმიერი საფრთხისგან შეუძლია.

კომენტარები