ჭერის ჩამონგრევა ვარკეთილის მეტროში

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის გამო დაშავებულ 2 ადამიანს ოპერაცია უტარდება

რუსთავი 2

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშვებულთაგან 2-ს ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგმა, კონსტანტინე მუმლაძემ თქვა.

„პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არის დამაკმაყოფილებელი. მათ უტარდებათ ოპერაციული მკურნალობა. კოჭ-წვივის სახსრის ოსტეოქონდროზი სინთეზი აქვს ერთ პაციენტს და მეორე პაციენტს წვივის ძვლების ოსტეოსინთეზი. ამჟამად სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა არ არის. ჯერჯერობით საოპერაციოში არიან პაციენტები. გაწერა უახლოესი სამი-ოთხი დღის განმავლობაში არ მოხერხდება", - ამბობს მუმლაძე. 

მეტროსადგურ ვარკეთილში შეკიდული ჭერი დღეს დილით ჩამოინგრა. დაშავდა 14 ადამიანი. რამდენიმე მათგანი ჯერაც კლინიკაში რჩება. სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში ჩატარდა და ექსპლუატაციაში სექტემბერში შევიდა. სამუშაოები შ.პ.ს ყვარელრემმშენმა განახორციელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები