ჭერის ჩამონგრევა ვარკეთილის მეტროში

IDFI: ახმეტელის მეტრო ყვარელრემმშენმა საეჭვო გარიგების შედეგად გაარემონტა

თბილსის სატრანსპორტო კომპანია

ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტმა (IFDI) შეისწავლა ის გარიგება, რომლითაც "ყვარელრემმშენი" გახდა კომპანია "დამბას" ქვეკონტრაქტორი", რის შედეგადაც მან მეტრო ახმეტელი გაარემონტა. IFDI-ის შეფასებით, მაღალია ალბათობა, რომ "დამბასა" და "ყვარელრემმშენს" შორის არსებობდა ინსაიდერული გარიგება.

"შპს დამბამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 2016 წლის 12 დეკემბერს. როგორც აღმოჩნდა, იმავე დღეს, თავად შპს „დამბამ“ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ყვარელრემმშენთან“, რომლის მიხედვითაც, ეს უკანასკნელი „ახმეტელის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს“.

აქვე აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დამბა“ ჯამური ღირებულების (523,215 ლარი) მხოლოდ 6%-ს მიიღებდა – ანუ 31,392.9 ლარს. შპს „ყვარელრემმშენს“ კი კონტრაქტიდან დარჩებოდა 491,822.1 ლარი (კომპანიის მიერ თავდაპირველად წარდგენილ თანხაზე მეტი).

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ დამბასთან დადებული კონტრაქტის თანახმად, შემსყიდველი წერილობით უნდა დათანხმებოდა ქვეკონტრაქტის გაფორმებას მესამე პირთან, ამიტომ, გაუგებარია, რატომ დათანხმდა იგი კონტრაქტის გადაცემას მის მიერვე დისკვალიფიცირებული კომპანიისთვის", - წერია IDFI-ის განცხადებაში.

ერთი კვირის წინ ვარკეთილის მეტროსადგურში ახლადგარემონტებული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. საქმეზე კომპანია ყვარელრემმშენის მიერ სამშენებლო ნორმების დარღვევაზე გამოძიებაა აღძრული.

კომენტარები