სტრასბურგის გადაწყვეტილება არ შეეხება ძირითად ბრალსა და დაკავების საფუძვლებს, არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი პატიმრობის პერიოდიდან, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იყო დარღვევა. ამ კონკრეტულ ერთ ეპიზოდზე მთავრობა დაემორჩილება მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას. მინისტრთა კომიტეტმა უნდა თქვას, რა ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებად. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ გათავისუფლებაზე საუბარი არ იქნება და ვერ იქნება. ვანო მერაბიშვილი სრულიად ლეგიტიმურად და სამართლიანად არის მიცემული პასუხისგებაში და ამიტომ დარწმუნებული ვარ, გათავისუფლებაზე საუბარი არ იქნება.
ვანო მერაბიშვილის საქმე
ჩუგოშვილი: მერაბიშვილი ლეგიტიმურად და სამართლიანად არის მიცემული პასუხისგებაში
tbl.ge/2qqu
დაკოპირდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ევროსაბჭოში ვანო მერაბიშვილის პატიმრობის საკითხზე საპარლამენტო ასამბლეის წევრ ერიკ კროსის კითხვას ასე უპასუხა.
ამავე თემაზე
- ვინ არის ხელისუფლების დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი მერაბიშვილის საქმეში
- ხვიჩია: რადგან ვიღაცას არ მოსწონს, მერაბიშვილს რატომ უნდა ავუკრძალოთ შეხვედრაზე მოსვლა?
- შავგულიძე: არ ვიქნებით კოალიციაში, საარჩევნო ბლოკში, რომლის წევრიც იქნება მერაბიშვილი
- თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ თქვან, დამხობა რასელის ცნობილი ნახატიაო
- მერაბიშვილი: იმდენი საქმეა, მერწმუნეთ, ჩემთვის გასაკეთებელი საქმე ყოველთვის მოიძებნება