ინციდენტი კლუბ ბასიანთან

ბასიანის დაცვის უფროსი: მე გადავურჩი, შეიძლება სხვა ვერ გადაურჩეს გირაოთი გაშვებულს

თამაზ ქვლივიძე და მეორე პიროვნება (მიხეილ სვანიძე), კლუბში ნასვამები მოვიდნენ. უნდოდათ კლუბში შემოსვლა, "ფეის კონტროლმა" კლუბში შემოსვლაზე უარი უთხრა, რადგან აშკარა იყო, რომ ეს პირები კლუბში გასართობად არ იყვნენ მოსული - საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. გადავიდნენ შეურაცხყოფაზე, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი. სწორედ ამ დროს სამი პირი დაჭრეს. პოლიცია მუდმივად აკონტროლებს კლუბის ტერიტორიას. პატრულის ეკიპაჟი მორიგეობს ცენტრალურ გზაზე. როცა ჩხუბი დაიწყო, პოლიციაც ჩაერია ჩხუბში და ჩემთვის მოქნეული დანა ხელით დაიჭირა პოლიციელმა და დაიჭრა. მე გადავურჩი სიკვდილს, სასიკვდილოდ გამწირეს თანამშრომელთან და პოლიციასთან ერთად. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ არ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მთელმა ქვეყანამ იცის ეს რომ მოხდა და სასამართლომ ის გაათავისუფლა. მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა სხვა ვერ გადაურჩეს.

კლუბ ბასიანის დაცვის უფროსი ზვიად მესხი, რომელიც შემთხვევის დროს დაიჭრა, სააგენტო ambebi.ge-სთან საუბრისას.

კომენტარები