ინციდენტი კლუბ ბასიანთან

ბასიანის ინციდენტში მონაწილე მეორე პირს, ადმინისტრაციული ჯარიმა 250 ლარი დაეკისრა

flickr

კლუბ ბასიანთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე მიხეილ სვანიძე ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. სვანიძე სამართალდამცავებმა სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავთა მოთხოვნის მიმართ დაუმორჩლებლობას გულისხმობს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინსიტროში დაუდასტურეს.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაბულას უთხრეს, სვანიძე ადმინისტრაციული წესით 250 ლარით დააჯარიმეს. 

თბილისში, კლუბ "ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლომ ორი დღის წინ 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, დღეს კი სააპელაციო სასამართლომ აღვეთის ღონისძიება შეცვალა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

საქმე 13 იანვარს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც ბრალდებულმა თამაზ ქვლივიძემ თბილისში, კლუბი "ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს, კლუბის დაცვის თანამშრომელს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ინციდენტის დროს ქვლივიძესთან ერთად იმყოფებოდა მიხეილ სვანიძეც.

 

კომენტარები