წინასწარი შედეგებით ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მილოშ ზემანი ლიდერობს. არჩევნებზე ჩეხი ამომრჩევლის 61% გამოცხადდა.
ხმების დათვლის პროცესი თითქმის დასრულებულია. ზემანს ამ დროისათვის ამომრჩეველთა ხმების 39% აქვს. მეორე ადგილზე აკადემიკოსი ირჟი დრაგოშია ხმათა 26,3%-ით.
მეორე ტური 26-27 იანვარს გაიმართება.
73 წლის ზემანი მეორე ხუთწლიანი ვადისათვის იყრის კენჭს. ის ეწინააღმდეგება მიგრანტების მიღებას, აცხადებს, რომ მუსლიმების ევროპაში ინტეგრაცია შეუძლებელია და ამასთანავე მხარს უჭერს რუსეთისათვის სანქციების მოხსნას.