11 დღის წინ გაუჩინარებული 28 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა ახალგაზრდა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი, მდინარე რიონში გადააგდეს.
ინტერპრესნიუსი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ 28 წლის მამაკაცი სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.





