აშშ-რუსეთი

ჟირინოვსკი ქუჩისათვის ნემცოვის სახელის დარქმევაზე: აშშ ბინძური ხრიკებით თამაშობს

AFP

კოლუმბიის ოლქის საბჭოს მიერ ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს პირდაპირ არსებული ქუჩისათვის ბორის ნემცოვის სახელის მინიჭებას რუსი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს "სპეციალურად სურს ბინძური ხრიკებით თამაში რუსული საელჩოს წინ."

კომუნიტური პარტიის წარმომადგენლის, დმიტრი ნოვიკოვის თქმით "აშშ დიდი ხანია ჩართულია რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის თამაშში."

შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.

კომენტარები