ეგვიპტე

ეგვიპტეში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

getty image

ეგვიპტეში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. ჯანმრთელობის მინისტრის განცხადებით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

საჰაერო ბურთი, რომელზეც დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფებოდა, ძლიერი ქარის გამო ჩამოვარდა.

ცნობისთვის, 2013 წელს ეგვიპტეში 19 ტურისტი დაიღუპა საჰაერო ბურთში გაჩენილი ხანძრის გამო. 

კომენტარები