ეგვიპტე

ეგვიპტეში უძველესი, ხელუხლებელი სამარხები და განძი აღმოაჩინეს

ფოტო: ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრო

 ეგვიპტის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ქალაქ დამიეტაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ხელუხლებელი, ფასდაუდებელი განძით სავსე 60-ზე მეტი სამარხი აღმოაჩინეს. ზოგიერთი სამარხი კი დაახლოებით 2500-2600 წლისაა.

სამარხების გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ოქროს ქანდაკებები, ოქროს და კერამიკული ჭურჭელი, სამგლოვიარო ბურჯები და 38 ბრინჯაოს მონეტა.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა დაეხმარება ისტორიკოსებს ყოფილი სავაჭრო კერის - დამიეტას ისტორიის დეტალების შევსებაში.

არქეოლოგიის უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის, მოჰამედ ისმაილ ხალედის თქმით, აღმოჩენილი სამარხები მოგვაგონებს აქამდე პერიოდში აღმოჩენილ სხვა სამარხებს, რაც ხაზს უსვამს აღმოჩენის ისტორიულ მნიშვნელობას და სწორედ ეს დაგვეხმარება დამიეტასა და ეგვიპტის 26-ე მმართველი საოჯახო დინასტიის ისტორიის შევსებაში.

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს თქმით, ქალაქი დამიეტა, რომელიც ოდესღაც ეგპიპტეში ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი იყო, უახლესი აღმოჩენებით  აგრძელებს თავისი წარსულის ჩვენთვის გაცნობას. ზოგი სამარხი, რომელიც უახლესმა არქეოლოგიურმა გათხრებმა აღმოაჩინა თარიღდება პტოლემეების დინასტიის მმართველობის როგორც უძველესი, ისე უახლესი პერიოდით, რომელიც დაახლოებით ძვ.წ 323-30 წლამდე გრძელდებოდა.

აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ აქამდე აღმოჩენილი ძველეგვიპტური საფლავების უმრავლესობა უძველესი დროიდან უკვე გაძარცვულია.

კომენტარები