რამზან კადიროვი

კადიროვი ინსტაგრამის ანგარიშის დაბლოკვის გამო აშშ-ს ზეწოლაში ადანაშაულებს

Yelena Afonina/Tass/Getty Images

რამზან კადიროვი თავის ინსტაგრამის და ფეისბუქის ანგარიშების დაბლოკვის გამო აშშ-ის მთვრობას ზეწოლაში ადანაშაულებს. ჩეჩნეთის ლიდერს სოციალური ქსელების ანგარიშები შაბათს გაუუქმდა. 

აშშ-მ კადიროვს გასულ კვირას ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ფინანსური და მოგზაურობასთან დაკავშირებული სანქციები დაუწესა. 

წარსულში მეამბოხე მებრძოლი, რომელიც ახლა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მეგობრობს, სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია. ინსტაგრამს ის კრიზისების და კრემლის მიმართ კრიტიკის გადაფარვის მიზნით იყენებდა. ასევე, მისი საშუალებით ავრცელებდა ჩეჩნეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებებს და აქვეყნებდა უცნაურ ფოტოებს. მაგალითად, ასეთს: 


ფოტო: Getty Images

რამზან კადიროვს ინსტაგრამზე 3 მილიონზე მეტი, ფეისბუქზე კი 750 ათასზე მეტი გამომწერი ყავდა. 

რუსეთის პარლამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ ლევინმა კადიროვის სოციალური ქსელების ანგარიშების დაბლოკვა სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად შეაფასა. 

ჩეჩნეთის პრესის და ინფორმაციის მინისტრის, ჯამბულატ უმაროვის თქმით კი, ეს აშშ-ის მხრიდან განსაკუთრებით უსიამოვნო კიბერ თავდასხმაა. 

ამ ეტაპზე არც ინსტაგრამის და არც ფეისბუქის მხრიდან კადიროვის საქმეზე კომენტარი არ გაკეთებულა.

კომენტარები