ისრაელი-პალესტინა

რომის პაპი იერუსალიმის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდებს

guardian

რომის პაპი პრანცისკე ტრადიციულად ქრისტე შობა დღეს მშვიდობიანი მიმართვით გამოვიდა და პალესტინასა და ისრაელს დიალოგისკენ მოუწოდა.

"ამ სადღესასწაულო დღეს, მოდით უფალს იერუსალიმისა და წმინდა მიწის მშვიდობა ვთხოვოთ. ვილოცოთ, რომ დიალოგისა და მოლაპარაკების გზით საბოლოოდ იქნება მიღწეული ერთიანი გადაწყვეტილება, რომელიც ორ ქვეყანას მშვიდობიანი ცხოვრების საშუალებას მისცემს ორმხრივად შეთანხმებული და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,"- განაცხადა რომის პაპმა.

6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა, რასაც ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანა მოჰყვება. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ოფიციალურად ცნო იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ღაზას სექტორში პალესტინელებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ტრამპის სურათები დაწვეს.

კომენტარები