ნარკოპოლიტიკა

შსს: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, მ.თ.-ს სახლის ჩხრეკისას სამართალდამცვაებმა პოლიეთილენის პარკში შეფუთული ფხვნილი ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულმა აღიარა, რომ ფხვნილი მას ეკუთვნის და ნარკოტიკულ საშუალებას, ე.წ. "სირეცს" წარმოადგენდა. ამასთან, უწყების ცნობით, პირის ნარკოლოგიური შემოწმებისას მას ოპიუმისა და ამფეტამინის მოხმარების ფაქტი ადუდგინდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

კომენტარები