სემეკი

კობახიძე: სემეკში ნარმანიას კანდიდატურას მხარს დავუჭერ

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრის თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობაც.

„ნარმანიას წარდგენაზე მე პირადად მხარს დავუჭერ დავით ნარმანიას კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა. რაც შეეხება ვადებს, ეს არის პროცედურის საქმე. ვნახოთ, პროცედურის შესაბამისად განვიხილავთ ამ საკითხს. არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო კვირაშიც განვიხილოთ ეს საკითხი“,- ამბობს კობახიძე.

დავით ნარმანია სემეკის კომისიის ვაკანტური წევრის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. 

სემეკის კომისიის წევრები ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეები არიან. თუ ნარმანია კომისიის წევრი გახდება მისი თვიური შემოსავალი 12-13 ათასი ლარი იქნება. 

კომენტარები