სემეკის თავჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა და დასძინა, რომ მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა მხოლოდ ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს.
ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა დღეს კონკრეტული ციფრისა და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში მარეგულირებელი კომისია სწორედ ამ ეტაპზე მუშაობს ისეთ საკითხზე, როგორიცაა, კომპანიების აუდიტის დასრულება, როგორიცაა, ასევე ახალი საინვესტიციო პროექტების გავლენა, ძველი პროექტების ხარჯების დაზუსტება და სწორედ ამაზე დაყრდნობით მოხდება ახალი ტარიფის დადგენა." - თქვა ნარმანიამ მედიაცენტრ მთავარში.





