სასჯელაღსრულება

რუსთავის საპატიმროს გუშაგს, რომელიც მინდობილი იარაღით გაიქცა, პატიმრობა შეუფარდეს

greece.greekreporter.com/

რუსთავის საპატიმროს გუშაგს, რომელიც მასზე მინდობილი იარაღით გაიქცა, პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს ჩატარდა. ტ.ბ-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 389-ე (დეზერტირობა) მუხლებით აქვს წარდგენილი. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 2017 წლის 5 დეკემბერს მოხდა, როდესაც N17 განყოფილების გუშაგმა, რიგითმა ტ.ბ-მ თვითნებურად მიატოვა პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო. ის იმავე დღე დააკავეს. 

ტ.ბ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. 

კომენტარები