სასჯელაღსრულება

ბესელიას განცხადებით ციხეებში ამნისტია უმოკლეს დროში დაიწყება

”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ეკა ბესელიამ, ”მაესტროს” პრეს-კლუბში განაცხადა, რომ ამნისტია ქართულ ციხეებში უმოკლეს დროში დაიწყება.

"ამნისტია უმოკლეს დროში დაიწყება და პირველ რიგში, ეს არასრულწლოვნებს, პატიმარ ქალებს და ნარკოტიკის მომხმარებლებს უნდა შეეხოთ. ისინი უნდა განვიხილოთ როგორც ავადმყოფები. მჯერა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრად სოზარ სუბარის დამტკიცების შემდეგ, ციხეეში თავს ადამიანებად იგრძნობენ და წამება აღარასოდეს გამეორდება" - აცხადებს ბესელია.

 

კომენტარები