მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ვოლსკი: უკრაინამ სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს

პროცესებს აქვს ორი განზომილება, ერთი არის პოლიტიკური და მეორე - სამართლებრივი. პოლიტიკური განზომილების თვალსაზრისით, განცხადება იმის თაობაზე, რომ საერთოდ ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მთავრობა უნდა წავიდეს, ცუდია თუ კარგია, ჩვენ ამას არ ვაანალიზებთ და მდგომარეობა რომ მძიმეა, ყველამ ვიცით, მაგრამ ამ მეთოდით საკითხისადმი მიდგომა ქაოსს, დაპირისპირებას და უკრაინაში კიდევ ვითარების დამძიმებას წარმოადგენს, მით უმეტეს, რუსეთის ინტერესები სწორედ ამაში მდგომარეობს. იმის ლაპარაკი, რომ უსამართლოდ ექცევიან, ცოტს უფრო რთულია, თუ კარგი იურიდიული არგუმენტაცია არ გაგაჩნია. საერთოდ, მთლიანობაში ვფიქრობ, რომ უკრაინამ, ჩვენ მოვწონს თუ არა, უნდა იმოქმედოს სამართლებრივი ნორმებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი საუბრობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების ფაქტზე. წყარო: რუსთავი 2

კომენტარები