მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: თუ საჭირო იქნება, მზად ვარ, უკრაინის პრემიერმინისტრი გავხდე

რა თქმა უნდა, უკრაინაში ვარ ოპოზიციაში და ეს ფაქტია. მე არასდროს ვიქნები პრეზიდენტი უკრაინაში. ვთქვი, რომ ვიყავი მზად, გავმხდარიყავი პრემიერმინისტრი თუ ეს საჭირო იქნება. მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა ავიღო. მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ. უკრაინელი აქტიური პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკო “ხალხის მტერს” მეძახის და პასპორტი ჩამომართვა. თქვენ შეიძლება გესმით ხმები ქუჩიდან. აქ 6-7ათასი ადამიანია ალბათ შეკრებილი, რომლებიც ჩემს კარავთან დგანან, თუ მე უკრაინელი პოლიტიკოსი არ ვარ, რას აკეთებს ეს ხალხი აქ? ვინ იყო ის ხალხი, ვინც პოლიციის მანქანიდან გამომიყვანა გუშინ, როგორ გაჩნდნენ ისინი იქ ასე სწრაფად? ეს ნიშნავს, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ.

ამერიკის ხმის ცნობით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში, “კატონის ინსტიტუტში” გამართულო შეხვედრაზე კიევის ცენტრში აღმართული კარავიდან, სკაიპით ჩაერთო.

კომენტარები