Time-ის წლის ადამიანი

TIME-ის წლის ადამიანი: ქალები, რომლებმაც სექსუალურ შევიწროვებაზე დუმილი დაარღვიეს

ჟურნალი TIME ტრადიციულად ასახელებს წლის ადამიანს. ხანდახან ისინი ადამიანთა ჯგუფს გამოყოფენ. მსგავსი პატივი არა მხოლოდ სულიერ არსებებს რგებიათ. მაგალითად, 1982-ში წლის პერსონა არც მეტი არც ნაკლები - კომპიუტერი გახდა. 

წელს ეს ტიტული იმ ადამიანებს, პირველ რიგში, ქალებს ერგოთ, ვინც სექსუალურ შევიწროვებაზე ალაპარაკდნენ.

გავლენიანი პროდიუსერის ჰარვის ვაინშტაინის წინააღმდეგ მხილებების სერიას, სხვების მხილება და ვირუსული კამპანიაც მოყვა #METOO (მეც), რომლის ფარგლებშიც ქალებმა მსოფლიოს გარშემო საკუთარი ისტორიების თხრობა დაიწყეს. 

TIME-ს მთავარმა რედაქტორმა ეს კამპანია ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ მთავარ კამპანიად მოიხსენია და სიჩუმის დამრღვევ ქალებს და "ზოგიერთ" კაცსაც გადაუხადა მადლობა.

[video:]

კომენტარები