ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

პრემიერი: ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი

27 ნოემბერს გლოვის დღე გვქონდა გამოცხადებული და დამეთანხმებით, რომ უმძიმესი დღეები იყო ყველა ჩვენგანისთვის. ბათუმში ჩასვლისას განვაცხადე, რომ ამ შემთხვევას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გამოძიება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები. ხანძრები ყველგან ხდება და არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ აქ არ მოხდება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ასეთი მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული. მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით. 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად 11 ადამიანის დაღუპვის შესახებ.

კომენტარები