ჩინეთი

კორუფციაში ბრალდებულმა ჩინელმა გენერალმა თავი ჩამოიხრჩო

Zhang Yang
Getty Images

ჩინელმა გენერალმა, რომლის წინააღმდეგ გამოძიება კორუფციის ბრალდებით მიმდინარეობდა, თავი ჩამოიხრჩო.

23 ნოემბერს ჩინეთის სამხედრო ადმინისტრაციის პოლიტიკური სამსახურის დეპარტამენტის უფროსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ჩინეთის სამთავრობო მედია სააგენტოს თქმით გამოძიებამ დაადგინა, რომ გენერალი პარტიის დისციპლინას არღვევდა და ქრთამს იღებდა.

სი ძინპინის მიერ დაწყებული ანტი-კორუფციული კამპანიის ფარგლებში 2012 წლიდან 1,4 მილიონამდე ადამიანი დაისაჯა, მათ შორის 300 მაღალი რანგის პირი.

ჩინური მედიის ცნობით გამოძიების დაწყების შემდეგ ბრალდებულთა ნაწილი თვითმკვლელობას გამოძიების დასრულებამდე მიმართავს, რათა გამოძიება ოჯახის წევრებსაც არ გადასწვდეს და მათ მიერ არალეგალურად შეძენილი ქონების კონფისკაცია არ მოხდეს.

კომენტარები