ვანო მერაბიშვილის საქმე

კახიძე: თუ დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა, მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს

ვანო მერაბიშვილის საქმე იქნება პირველი და ისტორიული საქმე, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მთავარი მოლოდინი რაც მაქვს, არის რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და დასაბუთებული.

რაც მთავარია, იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა დაადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი და პატიმარი, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და გაათავისუფლოს მერაბიშვილი უკანონო პატიმრობიდან.

ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ადვოკატი ოთო კახიძე. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს, თბილისის დროით 14:30-ზე გამოაცხადებს.

კომენტარები