საკონსტიტუციო სასამართლო

უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძე წარადგინა

ევა გოცირიძე
რუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძის კანდიდატურა წარადგინა. წარდგინება ბიურომ უკვე დაარეგისტრირა. საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ევა გოცირიძე 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. ის, 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ ევრომოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა, საქართველოდან სტრასბურგში წარდგენილი სამკაციანი სია ჩავარდა. ევა გოცირიძის შეფასებით, "განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ".

აღსანიშნავია, რომ ევა გოცირიძე თვლის, რომ მართლმსაჯულების დასაცავად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება. "დიდი საოცრებაა, რომ თამაზ ურთმელიძის განჩინება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქვეს", - თქვა გოცირიძემ რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას.

ევა გოცირიძე არჩევის შემთხვევაში ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს.

კომენტარები