ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

დღეს, 27 ნოემბერს, სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელი განცხადებას გააკეთებს

booking.com

დღეს, 27 ნოემბერს, სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელი ეროლ ავგორენი ბათუმში, ერას მოედანზე განცხადებას გააკეთებს. კომპანიის იურისტის კახა წერეთელის თქმით, სასტუმროს მფლობელი ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრებს.

"ეროლ ავგორენი განცხადებას გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, რაც 24 ნოემბერს მოხდა - მიუსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდა ამისა, გააჟღერებს საკუთარ წინადადებებს, თუ როგორ ხედავს კომპანია ამ ოჯახებთან ურთიერთობას”, - უთხრა წერეთელმა ინტერპრესნიუსს.

ბათუმში, სასტუმრო Leogrand-ში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა. თავდაპირველად, შემთხვევის ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ შენობას სახანძრო კიბე არ გააჩნია და "აშკარაა სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევა". მეორე დღეს კი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა თქვა, რინ სასტუმროში საევაკუაციო კიბე არის.

ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 - ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა.

კომენტარები