საქართველოს პრემიერმინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყანა ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ფოტო: შსს
Leo grand-ში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 - ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.





