ხანძარი

პრეზიდენტი ლეოგრანდზე: იმედია გამოძიება მალე დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს

შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარ ხანძარზე კომენტარი გააკეთა. ხანძრის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, გარდაიცვალა 11 და დაშავდა 15-ზე მეტი მოქალაქე

კომენტარები