ხანძარი

შსს: ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია

booking.com

განახლებულია 2:02: შსს-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაიცვალა არა 12, არამედ 11 ადამიანი, ხოლო დაშავდა 15-ზე მეტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. სასტუმროში ხანძარი, დაახლოებით, საღამოს 8 საათისთვის გაჩნდა. 

თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით კი - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა. 

ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 12, ხოლო დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე-მაშველი. ეს მსხვერპლის მასშტაბით რეგიონში ყველაზე დიდი ხანძარია. 

შსს-ს ცნობით, დაშავებულთა მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები