პატრიარქის მოსაყდრე

მიტროპოლიტი შიო რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირზე: ეს არის ჭორი და ცილისწამება

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო მუჯირი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთის ხელისუფლებასთან აქვს კავშირი.

“ეს იყო ჭორი და ცილისწამება” - ამბობს მიტროპოლიტი რუსთავი 2-ის კითხვაზე, აქვს თუ არა რუსეთის ხელისუფლებასთან და სასულიერო პირებთან კავშირი.

პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მან მოსკოვში დისერტაცია დაიცვა.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი შიო მუჯირი კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ დღეს დაასახელა.

ვინ არის მიტროპოლიტი შიო მუჯირი, წაიკითხეთ აქ.

რას ნიშნავს მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოსაყდრედ დასახელება, ნახეთ აქ.

კომენტარები