სექსუალური შევიწროება

უმა თურმანი სექსუალურ შევიწროებაზე: როდესაც ბრაზი გადამივლის, მერე ვისაუბრებ

Hollywoodreporter.com

უმა თურმანს ჰოლივუდის ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე Hollywood Access-მა კითხა. მსახიობმა უპასუხა, რომ ის ახლა ძალიან გაბრაზებულია და როდესაც მზად იქნება მაშინ გამოთქვამს თავის აზრს.

"მე ვისწავლე რომ არ ვარ ბავშვი და ასევე ვისწავლე, როდესაც გაბრაზებული ვსაუბრობ, შემდეგ ყოვლთვის ვნანობ ამას. ამიტომ, დაველოდები როდის გადამივლის ბრაზი და ამ საკითხთან დაკავშირებით აზრს მერე გამოვთქვამ."- თქვა უმა თურმანმა.

უმა თურმანს ჰარვი ვაინშტაინის პროდიუსერობით რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. შეგახსენებთ, რომ ჰარვი ვაინშტაინი ათეულობით ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

კომენტარები