ინფლაცია

კობა გვენეტაძე: ინფლაციის ზრდის მიზეზი საწვავის და თამბაქოს აქციზის მატებაა

კობა გვენეტაძე
ტაბულა

"წელს ინფლაციის ზრდა მეწტილად თამბაქოსა და საწვავზე ფასების ზრდას უკავშირდება, რაც აქციზის გადასახადის ზრდითა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მატებით არის განპირობებული", - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. ოქტომბერში ინფლაციამ 6.4% შეადგინა, რაც სებ-ის სამიზნე 4%-ზე მაღალია.

ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე (ინფლაციაზე) კონტროლი ეროვნულ ბანკს ეკისრება. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკი ბაზარზე ფულის მიწოდების ინსტრუმენტს, რეფინანსირების სესხებს იყენებს. სებ-ი გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების შემთხვევაში კომერციული ბანკებისთვის მისაწოდებელი ლარის რესურსის საპროცენტო განაკვეთს ზრდის, რითიც ეკონომიკაზე ფულის მიწოდებას აძვრებს, რითიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ინფლაციის შემცირებას იწვევს. დღეისთვის რეფინანსირების განაკვეთი 7%-ია.

კობა გვენეტაძის განცხადებით, თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატება შეიძლება ერთჯერად ფაქტორად ჩაითვალოს, რომლის მოქმედების ვადაც 1 წელია. 1 წლის შემდეგ კი ეს ფაქტორები ამოწურული იქნება და ინფლაციაც სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=91&v=fqTg6NWo6fs]

უფრო კონკრეტულად თუ რომელი პროდუქტების ფასები გაიზარდა ყველაზე მეტად შეგიძლიათ გაიგოთ ბმულზე.

კომენტარები