ახლო აღმოსავლეთი

ISIS-მა სირიასა და ერაყში უკანასკნელ 2 სტრატეგიულ ქალაქზე კონტროლი დაკარგა

ერაყელმა მებრძოლებმა ალ-ყაიმში დროშა აღმართეს
BBC

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) სირიასა და ერაყში უკანასკნელ ორ სტრატეგიულ ქალაქზე კონტროლი დაკარგა. 

დღეს დილით სირიამ გამოაცხადა, რომ მათ ქალაქი დეირ აზ-ზორი აიღეს, მოგვიანებით კი ერაყის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საზღვართან მდებარე ქალაქი ალ-ყაიმი ქვეყნის ძალების ხელში მოექცა. 

"ქალაქი რეკორდულ დროში აიღეს,"- ამბობს ჰაიდარ ალ-აბადი.

ერაყის შეიარაღებული ძალების ცნობით, სირიასა და ერაყს შორის არსებული უკანასკნელი პუნქტი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ხელში იყო, მათი კონტროლის ქვეშაა.

გასულ თვეში აშშ-ის მხარდაჭერილმა სირიულმა კავშირმა კონტროლი დაამყარა ქალაქ რაქაზე, რომელიც ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, ე.წ. ხალიფატი. ივლისში კი, თვეების მანძილზე ბრძოლის შემდეგ ერაყმა თავისი სიდიდით მეორე ქალაქი მოსული დაიბრუნა. 

კომენტარები